Робота для біженців з України
საინვესტიციო პროექტების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო პროექტების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საინვესტიციო პროექტების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურს, ეკონომიკურს);
** მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** რუსული-საშუალოდ ფლობის დონე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა- MS Office;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საინვესტიციო მასალებსა და მომსახურებაზე საპ პროგრამაში შესყიდვაზე მოთხოვნის მომზადება. არაგეგმიური შესყიდვის დროს შესყიდვის კურირება, რომელიც ინიცირებულია შემსყიდველის მიერ (ელეტროტექნიკურ ნაწილში);
** მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება (კაპიტალური რემონტის, ახალი მშენებლობის ტექნიკური რეკონსტრუქციის და გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში).
** კონტრაგენტებთან და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაძლო პრობლემების (უწესრიგობების) აღმოფხვრის მიზნით პროექტის განხორციელების პროცესში.
** საინვესტიციო პროექტების მოთხოვნების შეუსრულებლობისას, მერიიდან მიღებული ადმინისტრაციული ჯარიმების შესწავლა და გადაგზავნა საზოგადოების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემდგომი რეაგირებისათვის.
** პროექტის შესრულების ფაზის კონტროლი, სამუშაოების მიღება-ჩაბარების კოორდინაცია.
** ყველა საინვესტიციო პროექტის რეესტრის წარმოება, რომელიც ასახავს ყველა პროექტს თავისი განმარტებებით (პროექტი, გეგმიური ღირებულება, ფაქტიური ღირებულება, გამორთვის მიზეზი, ფიზიკური მოცულობა).

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 06 თებერვლის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე