|
დასახელება:
PHP დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას PHP დეველოპერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
** კვარტალური და საახალწლო ბონუსები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
ძირითადი მოვალეობა: ვებ აპლიკაციებზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** PHP, MySQL, JavaScript, CSS და HTML-ის კარგი ცოდნა;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ვებ-პროგრამირებაში;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან III-IV კურსის სტუდენტი, შესაბამისი კვალიფიკაციით;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "PHP დეველოპერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|