Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია"-მ დააარსა საქართველოში პირველი საწარმო ფრჩხილის მოვლის საშუალებების მიმართულებით და შექმნა JF Artistic- ის საკუთარი ბრენდი, რისთვისაც ვაცხადებთ ვაკანსიას პრისეილერის/b> პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება სილამაზის სფეროში ან გაყიდვებში
** გაყიდვების პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
** აქტიური გაყიდვების წარმოების უნარი
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული
** მაღალი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირება
** დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** JF Artistic-ის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
** აქტიური გაყიდვების წარმოება სილამაზის სალონებში
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება
** პროდუქციის პროფესიონალური პრეზენტაცია
** მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების ფორმირება
** არსებული კლიენტების ბაზასთან მუშაობა და მისი მუდმივი განახლება
** ახალი, პოტენციური კლიენტების მოძიება და ჩართვა
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** UP-sell და Cross ტექნიკების გამოყენება
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი
** შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი
** შესრულებული ვიზიტებისა და გაყიდვების რეპორტინგი

დამატებითი უპირატესობა:

** ფრჩხილის პროდუქტების ტექნიკური ცოდნა
** პროფესიონალ სპეციალისტებთან ტექნიკურ ენაზე კომუნიკაციის უნარი
** კონკრეტული ბრენდების ცოდნა და ბაზრის ანალიზის უნარი

ჩვენ ვეძებთ:

არა უბრალოდ პრისეილერს, არამედ გაყიდვების პროფესიონალს, რომელიც შეძლებს JF Artistic-ის ბრენდის აქტიურ განვითარებას, გაყიდვების ზრდასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნას საქართველოს მასშტაბით.

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალურ გვერდებს: https://www.jfgeorgia.ge

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში რომელ ქალაქში აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე