Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=693937&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის გამართული ფუნქციონირება. ოფისის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული პროცესების მართვაზე, თანამშრომლების მხარდაჭერაზე და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად გასაუბრების საფუძველზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა, დაარქივება (როგორც ელექტრონული, ისე ფაქტობრივი);
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოფისე ინვენტარის შეძენა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნკაცია;
** სამუშაო შეხვერდებისთვის საორგანიზაციო საკითხების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.
** ოფისის იერსახეზე ზრუნვა და მარაგების მართვა, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება;
** ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლი და რეპორტინგი;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პიარის ღონისძიებების, პრესკონფერენციებისა და პრესის ტურის ორგანიზების მხარდაჭერა;
** ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების (გადასაცემი პრომო ნივთები, პრესკიტები, ბანერები) მომზადებაში და განაწილებაში მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა -სასურველია.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტელებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hrdasakmeba@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი" და რეზიუმესთან ერთად ატვირთოთ რეკომენდაცის წერილი წინა სამსახურიდან, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია