|
დასახელება:
სუპერვაიზერი, პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ელიტფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ელიტფუდი", რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.elitefood.ge FB:www.facebook.com/elitefoodgeorgia
კომპანია "ელიტფუდი" აცხადებს ვაკანსიას: სუპერვაიზერის (იმერეთი-სამეგრელო-გურია) და პრისელერის (იმერეთის და ქუთაისის რეგიონი) თანამდებობაზე
1. სუპერვაიზერი (მენეჯერი)
კომპანია სთავაზობს შემდეგ პირობებს:
** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება: 2500-3500 ლარი
** საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
** ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება
** იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების დინამიკური ზრდა;
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
** გეგმების შესრულების კონტროლი;
** თანხის ამოღების კონტროლო;
** დაბრუნებების კონტროლი;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
2. პრისელერი (იმერეთის და ქუთაისის რეგიონი)
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
** საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
** ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება;
** იმერეთის რაიონების და ქუთაისის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია);
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით, მხოლოდ სამუშაო საათებში: 571 57 10 10
Cv გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: elitefood222@gmail.com ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
|
|
|
|