|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
"ალიანს ჯგუფი" წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.
რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალაინს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გადენი" (Wynham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ანალიტიკურად მოაზროვნე დამწყებ ციფრულ მარკეტერს. ამ პოზიციაზე თქვენი მთავარი მიზანია, დაეხმაროთ გუნდს ციფრული გაყიდვების სტრატეგიის აღსრულებაში. თქვენი ამოცანა იქნება, უზრუნველყოთ საინვესტიციო უძრავი ქონების ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა სხვადასხვა ციფრული არხების საშუალებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი კამპანიების ტექნიკურ გამართულობასა და მუდმივ მონიტორინგზე, რაღა მივაღწიოთ გაზომვად ბიზნეს შედეგებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კამპანიების მართვა - საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვებისა და ლიდების გენერაციისთვის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ტექნიკური აღსრულება სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე (Meta, Google და სხვა).
** მონიტორინგი და ოპტიმიზაცია - შედეგების ყოველდღიური მონიტორინგი და კამპანიების ეფექტურობის გაზრდა მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
** პლატფორმების განვითარება - ახალი ციფრული პლატფორმების ათვისებასა და დანერგვაში მონაწილეობა.
** SEO და სტრატეგია - SEO სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში ჩართულობა, ასევე ციფრული გაყიდვების ზოგადი სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა.
** ანალიტიკა - თვის/კვირის ჭრილში განხორციელებული კამპანიების დეტალური ანალიზი და რეპორტინგი.
** კოლაბორაცია - მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთიანი მიზნების მისაღწევად და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) სასურველია
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** Google Analytics-ის, Facebook Ads Manager-ის და SEO/SEM-ი მინიმუმ დამწყებ დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** Google Analytics და Facebook Blueprint სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
** ანალიტიკური აზროვნების, დეტალებზე ორიენტირებულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული, ოფლაინ
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას
შრომის კოდექსის შესაბამის სამუშაო გრაფიკს 10:00-19:00 სთ-მდე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა
** ტექნიკური დავალება
** საბოლოო გასაუბრება
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2026 წლის 8 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.gochashvili@alliancegroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი: "ციფრული მარკეტერი".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N78, ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|