|
დასახელება:
ექთანი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; კარდიოლოგიისა ან/და რეანიმაციის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
** ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა;
** დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა;
** საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.02.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|