|
დასახელება:
ნომრების დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
Gudauri Lodge
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ნომრების დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა გუდაური
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები:
** ანაზღაურება - 1300 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე/2 დღე დასვენება
** ანაზღაურება ირიცხება მხოლოდ საბანკო ბარათზე
** სასტუმრო თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით და ჯანმრთელობის დაზღვევით
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში განთავსებული ნომრების და საერთო სივრცეების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების და საბნებისა წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრისთვის დახმარების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge-ზე ან დაგვიკავშირდეთ 577 385 055-ზე, 2026 წლის 6 თებერვლამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|