|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პავონ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"პავონ ჯგუფი" 16 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს.
მონო მაღაზიები: Furla, Trussardi, Elena Miro, Just Cavalli, Hogan
მულტიბრენდული მაღაზიები: Bene Shoes, Va Bene, Va Bene Outlet
"პავონ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზიაში: Trussardi, Elena Miro, Just Cavalli, Bene Shoes
კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://pavon.ge/
სამუშაო ადგილი: გალერია თბილისი | შოთა რუსთაველის გამზი 2/4
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + მოქნილი საბონუსე სისტემა
დასვენება: კვირაში ერთი დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** კოლექციის განლაგების კონტროლი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა,
** კოლექციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** თავაზიანობა და დისციპლინირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე);
გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: pavon.career@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ დასახელება - "კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|