|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
USA Auto Parts
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შ.პ.ს. "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.
ამჯერად, გუნდში შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას და შემოუერთდე მეგობრულ გუნდს ეს ვაკანსია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 30დ.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-19:00
სამუშაოს აღწერა:
** საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება და უკვე არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა-მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** შეკვეთების გაფორმება, დამუშავება და კონტროლი;
** კომპანიისთვის სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება;
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word - Excel);
** ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (B2) ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 1200 ლარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ltdusaautoparts@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 555 38 33 91.
|
|
|
|