Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=693000&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მოდერნ ლაინი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"მოდერნ ლაინი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივაცია
** ხელშეკრულებების, აქტების, ნებართვებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოწესრიგება
** შემოსული/გამავალი კორესპონდენციის მართვა (წერილები, ელფოსტა, სატელეფონო ზარები)
** შეხვედრების დაგეგმვა პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან
** მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შესაბამის პირებთან
** ოფისის ინვენტარისა და სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო საოფისე მასალების კონტროლი
** ვიზიტორებისა და პარტნიორების მიღება
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია სამშენებლო, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
** სამშენებლო ან ტექნიკურ სფეროში საოფისე ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია)
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ხელშეკრულებები, ტექნიკური ფაილები, აქტები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook)
** სამშენებლო ტერმინოლოგიის საბაზისო ცოდნა
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე)

უნარ-ჩვევები:

** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV_ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: modernline.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია