Робота для біженців з України
ტურისტული მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურისტული მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Veco Travel
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
"Veco Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურისტული მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ თქვენგან ველოდებით:

** უდიდეს მოტივაციასა და მონდომებას
** პასუხისმგებლობის საოცარ შეგრძნებას
** სტრესულ, კრიტიკულ ან არასტანდარტულ სიტუაციაში სწრაფად ორიენტაციისა და გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარს
** ქართული ენის ძალიან კარგად, ხოლო ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობას
** საოფისე პროგრამების ცოდნას

ჩვენთან დაგხვდებათ:

** ძალიან მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო
** კარგი ანაზღაურება (გამოცდილებისა და მონდომების შესაბამისად)
** სამომავლოდ საბონუსე სისტემა
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის უდიდესი შესაძლებლობა
** კმაყოფილი მომხმარებლებისა და მეგობრების უდიდესი არმია

სამუშაო პროცესში თქვენი მოვალეობები იქნება:

** საოფისე საქმიანობა, სტუმრების მიღება/ინფორმაციის მიწოდება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** ჯგუფური ტურების ორგანიზებაში მონაწილეობა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, როგორიცაა ავიაბილეთების შეძენა, check in ების გაკეთება, სასტუმროების მოძიება და დაჯავშნა, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების სიების მომზადება, სამოგზაურო დაზღვევების მომზადება, კომუნიკაცია პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია კომპანიის და ადგილობრივ გიდებთან. ტურის წინა დღეს საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/დაბეჭდვა და შესაბამისი გიდისთვის გადაცემა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შერჩევის ეტაპები იქნება ასეთი:

** გამოაგზავნით რეზიუმეს ჩვენს მეილზე: vecotravel@gmail.com
** გაივლით გასაუბრებას კომპანიის დამფუძნებელთან და უშუალო ხელმძღვანელთან
** გაივლით 2-4 კვირიან სტაჟირებას (სტაჟირების ვადა დამოკიდებული იქნება გამოცდილებასა და მონდომებაზე)
** დასაქმდებით სრულ განაკვეთზე

რეზიუმეები მიიღება 30 იანვრის დღის ბოლომდე

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებები ჩაინიშნება იანვრის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე