Робота для біженців з України
წარმოების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას წარმოების კოორდინატორის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (სამშაბათი-შაბათი)
** დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო რესურსების (დანადგარების) ნედლეულით მომარაგება;
** საწარმოო გეგმის მიხედვით საწარმოო შეკვეთების განაწილება;
** წარმოებული/ნახევრად ფაბრიკატი პროდუქციის პროგრამულად გამოშვება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** წარმოების პროცესისთვის აუცილებელი ინვენტარის მენეჯმენტი (მიღება-გაცემის პროცესის მართვა);
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** წარმოებაში/სასაწყობე სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია: ელ-ფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე