|
დასახელება:
უმცროსი დაგეგმარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელვარე
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (სამშაბათი-შაბათი)
** დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
** ანაზღაურება: 1500-2000 (ხელზე) ლარი
** კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
** დაგეგმარების სისტემაში საწარმოო შეკვეთების შექმნა და დაგეგმილი შეკვეთების მონიტორინგი;
** არსებული შეკვეთების დროულ ვადაში შესრულების კონტროლი და გეგმის შესრულების პროცესის მართვა;
** შეკვეთების დროულ ვადაში შესრულებისათვის წარმოების ოპერატორების ცვლების დაგეგმვა/მონიტორინგი;
** ERP სისტემაში წარმოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბაზის მართვა;
** საწარმოო დანადგარების ინსტრუქციების სრულყოფა და სისტემაში შეტანა;
** საწარმო პროცესისთვის არსებული დამხმარე ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალელების შესრულება.
მოთხოვნები:
** MS Office-ის ცოდნა, აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** მათემატიკის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და რიცხობრივი აზროვნება;
** კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და ჩართულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა;
** დავალებების პრიორიტეტიზაციისა და ერთდროულად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია: ელ-ფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|