|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სს თამ თბილავიამშენი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
სს "თამ" თბილავიამშენი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამ. 191.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 3000-4000 ლარი (გროსი), კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს სრული საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** წარმოების ხარჯების დეტალური აღრიცხვა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება;
** ნედლეულის, მასალების და მზა პროდუქციის საწყობების აღრიცხვის კონტროლი;
** მარაგების ინვენტარიზაციის დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ასახვა IFRS-ის მოთხოვნების მიხედვით;
** საწარმოო ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** შიდა კონტროლისა და საბუღალტრო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საბუღალტრო გუნდის კოორდინაცია და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის არანაკლებ 2-3 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** წარმოების მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიკურ და განვითარებად გარემოში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული, პროფესიონალი გუნდი და კოლეგიალური სამუშაო გარემო;
** დასაქმება ხდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.01.2025
განაცხადის გაგზავნა: info@tam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|