Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=692932&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ენთები
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 07 თებერვალი
"ენთები" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 500 -ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ants.ge/

ენთები აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნას;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Day off (წელიწადში - 4 დღე);
** Welcome pack;
** სწავლის თანადაფინანსება;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს);
** გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 და 19:00 საათამდე;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ants.ge და სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია