Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Sacvoyage
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
კომპანია "sacvoyage" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ბრენდული ჩანთების და ფეხსაცმლის მაღაზიაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, აქსისის სავაჭრო ცენტრი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის კეთილგანწყობილი და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის კონსულტირება და დახმარების გაწევა სასურველი ნივთის შერჩევისას;
** მაღაზიის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, პროდუქციის თაროებზე მოსახერხებლად და მიმზიდველად განთავსება;
** სოციალური ქსელების მართვა; პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ვიდეო და ფოტო კონტენტის განთავსება, მომხმარებელთან ინტერაქცია;
** სალარო ტრანზაქციების ეფექტიანად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინსტაგრამის და სხვა სოციალური მედიის მართვის ცოდნა და გამოცდილება;
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: sacvoyagestore2025@gmail.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე