|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
AM Logistic
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
ავტომობილების სადილერო კომპანია "A.M. LOGISTIC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000-2500 ლარი (გამომუშავება)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
შესასრულებელი ამოცანები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
სასურველია იქონიოთ ლეპტოპი ან პლანშეტი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: irakli.autoimport@gmail.com
|
|
|
|