|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში.
ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://skytel.ge/ge/main
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულების და სამართლებრივი აქტის მომზადება;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** მარეგულირებლის მოთხოვნების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** დამსაქმებლის მოთხოვნათა შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობების წარმოება ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან;
** დამსაქმებლის ინტერესების დაცვა კერძო და საჯარო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულთან კონსულტაციის საფუძველზე, კომპანიის სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია და დასკვნების მომზადება;
** საჭიროების მიხედვით, საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის მოძიება და რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა როგორც ვერბალურ, ასევე წერილობით დონეზე და გამოცდილება უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების;
უნარები/შესაძლებლობები:
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "იურისტი"
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|