Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=692618&print=yes&view=jobs
 
მომვლელი, დამხმარე - ნაფეტვრები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომვლელი, დამხმარე
მომწოდებელი: კერძო პირი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
გამარჯობა, 61 წლის ქალბატონისთვის, რომელსაც აქვს ამიოტროპული ლატერალური სკლეროზი და შეზღუდული აქვს გადაადგილებისა და მოძრაობის უნარი, ვეძებთ მომვლელს, რომელიც ქალბატონს უნდა დაეხმაროს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მიღებაში, ღამით რამდენჯერმე გვერდის მონაცვლებაში, ასევე საპირფარეშოში გაყვანასა და ჰიგიენის დაცვაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სასურველია, მომვლელი იყოს ფიზიკურად ძლიერი (ქალბატონი იწონის 70 კგ-ს), გულისხმიერი, მოწესრიგებული, ზედმიწევნით იცავდეს სისუფთავეს და ჰქონდეს მოთმინების უნარი.

ასევე ვეძებთ დამხმარეს, რომელიც გააკეთებს საოჯახო საქმეებს. საჭიროა მომვლელსა და დამხმარეს ჰყავდეთ მანქანა.

ადგილმდებარეობა - სოფელი ნაფეტვრები.

დეტალებისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: 571 06 53 17
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია