Робота для біженців з України
შშმ ბავშვის მომვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ ბავშვის მომვლელი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კოკნურსს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მომვლელის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციის შესახებ:

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი
** მოსარგებლის მოვლა და დახმარება საკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის
დაცვის პროცესში.

კანდიდატის მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო ან პროფესიული განათლება (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი უნარები:

** ემოციური სტაბილურობა
** მოთმინება და ყურადღებიანობა
** მხარდაჭერისკენ ორიენტირებული პოზიტიური მიდგომა
** საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი
** ბავშვის საჭიროებების სწრაფად აღქმისა და შესაბამისი რეაგირების უნარი

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები)
** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობას

შერჩევის ეტაპები:

** ელექტრონული განაცხადების მიღება და განხილვა
** გასაუბრება.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com
Subject ველში მიუთითეთ: "შშმ ბავშვის მომვლელი (თბილისი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 08 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:557 273 726
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე