Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Solana Development
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
Solana Development 11 წლიანი გამოცდილებს მქონე წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე ვაშენებთ ჩვენს რიგით მე-4, ინოვაციურ პროექტს Solana Grand Residences შავი ზღვის სანაპიროზე.

იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: https://solanadevelopment.ge/

"Solana Development" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა: წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება ბიზნესის მიზნების, სამიზნე აუდიტორიებისა და ROI-ს გათვალისწინებით.
** ბრენდის მართვა: Solana Development-ის ბრენდის გაძლიერება - ონლაინ, ბეჭდვით და სხვადასხვა მიმართულებით.
** ციფრული მარკეტინგი: SEO/SEM-ის, სოციალურ მედიის, ელექტრონული ფოსტის კამპანიების, კონტენტის შექმნის, ფასიანი რეკლამების სტრატეგიის განსაზღვრა/შესრულების მონიტორინგი.
** ბაზრის კვლევა : ინდუსტრიის ტრენდების, კონკურენტების აქტივობების და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი ანალიზი.
** კამპანიის განხორციელება: ფოტო და ვიდეო გადაღებების კოორდინაცია, მარკეტინგული მასალების დიზაინის პროცესის მართვა, ვადების მართვა და ხარისხიანი შედეგების უზრუნველყოფა.
** ღონისძიებები და პარტნიორებთან შეხვედრები : გამოფენების, ღია კარის დღეების, ვებინარებისა და სტრატეგიული კოლაბორაციების ორგანიზაცია უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან და ინფლუენსერებთან.
** შედეგებისა და ბიუჯეტის მონიტორინგი: KPI-ების შემუშავება და კონტროლი, რეგულარული ანგარიშების მომზადება კამპანიის ეფექტურობაზე, ბიუჯეტის ხარჯვასა და ლიდთგენერაციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია უძრავი ქონების სფეროში.
** წარმატებული B2C და B2B კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების გამოცდილება.
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Ads, Facebook Business Manager, CRM, ანალიტიკური Dashboard-ები) მაღალ დონეზე ცოდნა.
** შესანიშნავი წერითი და მეტყველებითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** კრიტიკული აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული ხელფასი: ფიქსირებული (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

როგორ გამოაგზავნოთ რეზიუმე:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე info@solanadevelopment.ge თემაში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე