Робота для біженців з України
ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ გასვლითი ვიზიტებისთვის, "ბლუ უოთერსი"ს გუნდში შენ გეძებთ ტექნიკური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთის მიმართულებით (ბათუმი).

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება
** პროექტის შეთანხმება და აღსრულება


მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ადგილზე ვიზიტი და წინასწარი შეფასება შემდგომი სამუშაოებისთვის მომხმარებლების საჭიროების მიხედვით შესაბამისი შეთავაზების მომზადება
** ტექნიკური გუნდისთვის ხარჯთაღრიცხვის და ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის და არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტულ ანაზღაურებას:

ფიქსირებული 1500 ლარი.
ბონუსი -2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა სასწავლო სისტემებს
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას
** ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას-200 ლარით
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

სამუშაო განაკვეთი: ჰიბირდული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთმდე (1 სთ შესვენება)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/SalesManager3/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე