|
დასახელება:
ინჟინრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ასკანელი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის დამხმარის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifales
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
დღიური ანაზღაურება: 100 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოს პროფესიონალური დანადგარების დიაგნოსტიკა, პრევენციული მოვლა და დროული შეკეთება;
** გაგრილების სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მცირე ტექნიკური მომსახურება;
** სასმელებისა და ბარის მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ელექტროსისტემების მოვლა-შეკეთება;
** ვენტილაციის, გათბობის და კონდიცირების სისტემების, სამზარეულოს გამწოვების, რეგულარული შემოწმება და დეფექტების აღმოფხვრა;
** სანტექნიკური სისტემების დროული შეკეთება და გაუმართაობის აღმოფხვრა;
** ობიექტის ინფრასტრუქტურის მცირე კოსმეტიკური და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;
** ტექნიკური ინვენტარისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და შევსება;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრაზე გარე კონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკური სამუშაოების დროს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო, სანტექნიკურ და გაგრილების სისტემებთან მუშაობის ცოდნა;
** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** პრობლემის სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკის და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე
askanelifalestra.hr@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ
გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ
მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|