Робота для біженців з України
რეკრუტერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერისა და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილის 33ა (ვარკეთილის ხიდების მიმდ.)
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

პოზიციის მიზანი

უზრუნველყოს კურიერებისა და საწყობის თანამშრომლების დროული მოძიება, შერჩევა, მიღება და მათი მომზადება სამუშაოს დასაწყებად სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი პასუხისმგებლობები

რეკრუტინგი:

** კურიერებისა და საწყობის თანამშრომლების მოძიება (ონლაინ პლატფორმები, რეკომენდაციები, ჯგუფები)
** განაცხადების მიღება და CV-ების სკრინინგი
** პირველადი ინტერვიუს ჩატარება
** კანდიდატების შერჩევა

ონბორდინგი და ტრენინგი:

** ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია და დოკუმენტაციის შეგროვება
** სამუშაო წესების, პროცესების და სტანდარტების გაცნობა
** კურიერებისთვის ჩაბარების წესები, აპლიკაციის გამოყენება, პროგრამაში რეგისტრაცია
** საწყობისთვის მუშაობის წესების და პროგრამაში მუშაობის ახსნა
** ტრენინგის ჩექლისტების შესრულების კონტროლი

ადმინისტრირება:

** თანამშრომლების ბაზის წარმოება
** კოორდინაცია საოპერაციო მენეჯერთან და მხარდაჭერის გუნდთან
** ახალი თანამშრომლების გრაფიკში ჩართვა
** ახალი თანამშრომლის პრობლემის სწრაფი იდენტიფიკაცია პირველ კვირაში

მოთხოვნები

** გამოცდილება HR / რეკრუტინგში / საოპერაციო ნაწილში ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება
** ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება
** საბაზისო ტექნიკური უნარები (Excel / Google Sheets)

დაინტერესებულებმა გამოგზავნეთ CV მითითებულ მეილზე: project804@icloud.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე