Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტის შემქმნელი/წამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტის შემქმნელი/წამყვანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
ჩვენ ვეძებთ კარგი გარეგნობის, ქარიზმატულ, ენერგიულ და კრეატიულ თანამშრომელს, რომელიც კამერის წინ თავს ბუნებრივად და თავდაჯერებულად გრძნობს და შეუძლია იდეიდან შედეგამდე ვიდეო კონტენტის შექმნა.

თუ გიყვარს ვიდეოები, სოციალური მედია, კრეატივი და გინდა, შენი სახე და იდეები რეალურად იქცეს გაყიდვად კონტენტად — ეს ვაკანსია შენთვისაა

პოზიცია: ვიდეო კონტენტის შემქმნელი/წამყვანი
სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 800-1000 აშშ დოლარი თვეში;
** ბონუსი ყოველი გაყიდული პროექტიდან;
** მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** კარიერული ზრდისა და საკუთარი შემოქმედების სრულად გამოხატვის შესაძლებლობა;
** შანსი გახდე ბრენდის სახე და რეალურად შექმნა შედეგი.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
** კამერის წინ აქტიური მონაწილეობა (წამყვანის/მოდელის როლში);
** ვიდეოების განთავსება და მართვა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე (Instagram, TikTok და სხვა);
** კონტენტის შექმნა პოტენციური მომხმარებლის ინტერესებზე მორგებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის პრაქტიკული ცოდნა;
** კრეატიული ხედვა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (საუბარი და პრეზენტაცია);
** მოწესრიგებული გარეგნობა და კამერის სიყვარული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: 2744726810@qq.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ვიდეო კონტენტის შემქმნელი / წამყვანი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე