Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენების დღე: შაბათი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის დროული მიღება, ხარისხის, ვადებისა და რაოდენობების კონტროლი, ზედნადებთან შესაბამისობის გადამოწმება და შესაბამისი წესებით დასაწყობება;
** გარე მომწოდებლებისგან ნედლეულის მიღება, ჩამოტვირთვა, შეფუთვის გახსნა და შემოწმება, ზედნადების მიხედვით მითვლა/მიწონვა და სახეობების მიხედვით დასაწყობება ტემპერატურული რეჟიმისა და ვადების დაცვით;
** წარმოების დროული მომარაგება საჭირო ნედლეულითა და დამხმარე მასალებით შეკვეთის ფურცლების შესაბამისად;
** ნედლეულის შიდა გადაადგილება - მითვლა და წარმოების უფროსისთვის გადაბარება;
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი, ვადებისა და შენახვის პირობების რეგულარული შემოწმება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია ჰორეკა მიმართულებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: Lika.paqsashvili@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე