Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მასალებისა და სხვა საჭირო რესურსების შესყიდვის ორგანიზება;
** ფასების, მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
** საჭირო ნედლეულის დროული შეკვეთა;
** მიწოდების პროცესის მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
** წუნდებული ან არასრული პროდუქციის შემთხვევაში დაბრუნების პროცედურის მართვა;
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა მომწოდებლებთან;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული ფასების შესწავლა;
** ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** შესყიდვების პროცედურების ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
** მომწოდებლების ბაზის გაფართოება და ალტერნატიული წყაროების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ჰორეკა მიმართულებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: Lika.paqsashvili@gmail.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე