Робота для біженців з України
ელექტრო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: საერთაშორისო სამედიცინო მოლი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.

IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.

ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.

თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.

პოზიციის შესახებ

ელექტრო სამუშაოთა მწარმოებლის როლში შენ მონაწილეობას მიიღებ ინფრასტრუქტურული პროცესების შექმნაში" როგორ მიიღება ტექნიკური გადაწყვეტილებები და როგორ ყალიბდება ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები.

იმუშავებ მრავალფუნქციურ გუნდებთან სწრაფ, მიზანზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც ინიციატივა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ფასდება.

შენი როლი იქნება:

** ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება, დაგეგმვა და ყოველდღიური მართვა IMM-ის ობიექტზე;
** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული პროექტისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** ელექტრო ნახაზების, სქემებისა და სპეციფიკაციების წაკითხვა, გაანალიზება და პრაქტიკაში განხორციელება;
** თანამშრომლების კოორდინაცია, დავალებების სწორად გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლი, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
** ინჟინრებთან, პროექტის მენეჯერთან და სხვა სამუშაოთა მწარმოებლებთან მჭიდრო კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის.

ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
** სამედიცინო, კომერციულ ან მრავალსართულიან ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური ნახაზებისა და პროექტების თავისუფლად წაკითხვის უნარს;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანგარიშვალდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სურვილი და მზაობა სტარტაპ ან სწრაფად მზარდ გარემოში მუშაობისთვის;
** გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული (hands-on) მიდგომის უნარს.

რატომ IMM?

** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ ფუნქციონირებს და იზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.

მზად ხარ შემოგვიერთდე?

თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.

განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: mirzikashvilimariam@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე