Робота для біженців з України
PR მენეჯერი, კონსულტანტი, საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი, კონსულტანტი, საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მზერა
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ოპტიკური სალონების ქსელი "MZERA" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის, კონსულტანტის და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე (თბილისში).

PR მენეჯერი:

სამუშაოს აღწერილობა:

** მედიასთან კომუნიკაცია, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;
** პრესკონფერენციების და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება;
** Copywriting ქართულად და ინგლისურ ენებზე;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
** საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მიდგომების ტექნიკების მოძიება, დანერგვა, განვითარება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან/და ჟურნალისტიკის მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერის უნარი;
** კომუნიკაციის, დროის ეფექტიანი მენეჯმენტის, ანალიტიკური აზროვნების, ორგანიზების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის კარგი უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზირი #18
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი

კონსულტანტი და საწყობის თანამშრომელი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზირი #18
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: opticsmzera@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე