Робота для біженців з України
საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.

ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://zion.ge

"ზიონის" გუნდში ვეძებთ გამოცდილ საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველს.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, გრაფიკის მიხედვით.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის, სტანდარტების, სამუშაოების გეგმების, ნახაზების დეტალური შესწავლა და შესაბამისად შემდეგი საინჟინრო სამუშაოების კონტროლი:
** ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოები;
** კვამლწოვის სისტემების მოწყობის სამუშაოები;
** ელექტრო სამუშაოები;
** სუსტი დენების მოწყობის სამუშაოები;
** წყალმომარაგების, კანალიზაციის და სანიაღვრე/სადრენაჟე სისტემების მოწყობის სამუშაოები;
** ვენტილაციის მოწყობის სამუშაოები;
** ცენტრალური გათბობა - კონდიცირების სისტემების მოწყობის სამუშაოები;
** მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მასალების სპეციფიკაციის და პროექტთან თანხვედრის კონტროლი;
** დაუსრულებელი ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოვლენა, დარეგისტრირება და ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
** შესასრულებელი სამუშაოების ვადების და ღირებულების ცვლილების რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ეტაპობრივი სამუშაოების მონიტორინგი, ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლა და რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** საინჟინრო პროექტის განხორციელების ვადების დაცვის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
** საინჟინრო პროექტების (MEP) მართვისა და კონტროლის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office, AutoCAD და ArchiCAD პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების/კონტროლის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი უახლესი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე