|
დასახელება:
ინსტალატორი
|
| მომწოდებელი:
Digital TV
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"DIGITAL TV"აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ბენეფიტები კომპანიისგან:
** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა
** მანქანის ცვეთის ხარჯი.
სამუშაო განაკვეთი : სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იყოს პოზიციის დასახელება:"ინსტალატორი თბილისში".
|
|
|
|