|
დასახელება:
პრისელერი, დისტრიბუტორი, მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
კოკა-კოლა გურია
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე გურიაში:
1. პრისელერი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** წინასწარ განსაზღვრული მარშუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის თაროზე/მაცივარში განლაგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი;
** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოქმედი მართვის მოწმობა: B (მექანიკა)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
2. დისტრიბუტორი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე ობიექტების ზედნადებების მიხედვით მომარაგება - პროდუქციის/ინვენტარის ობიექტის მიერ მითითებულ ადგილზე ჩამოტვირთვა და მითვლა;
** ობიექტებიდან თანხის აღება ზედნადებების მიხედვით და სალაროს ჩეკის გაცემა;
** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
** ჩამოწერილი პროდუქციის/ინვენტარის მობრუნება და საწყობში მოტანის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის ანგარიშზე;
** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული
3. მერჩენდაიზერი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
** ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა - B მექანიკა
ანაზღაურება: ფიქსირებული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|