|
დასახელება:
People & Culture გენერალისტი
|
| მომწოდებელი:
Bound Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
HR საკონსულტაციო კომპანია Bound Solutions, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სრულ HR მხარდაჭერას - სტრატეგიიდან ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებამდე, აცხადებს ვაკანსიას People & Culture Generalist-ის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პროცესების მხარდაჭერას და HR ოპერაციების ორგანიზებულად შესრულებას. პოზიცია ფოკუსირებულია HR ადმინისტრირებაზე, დოკუმენტაციაზე, კოორდინაციასა და თანამშრომელთა მხარდაჭერაზე.
ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ თანამშრომელს, არამედ პროფესიონალს, რომელსაც სჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ძლიერი გუნდისგან.
Bound Solutions-ში თითოეული გადაწყვეტილება, ინიციატივა და სტრატეგია მიმართულია ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა.
პოზიცია: People & Culture Generalist
ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5/2 (10:00-19:00)
ძირითადი მოვალეობები:
** HR დოკუმენტების მომზადება და მხარდაჭერა (შრომითი კონტრაქტები, ბრძანებები, სამუშაო აღწერილობები, შიდა პოლიტიკები და ა.შ);
** დოკუმენტების დამუშავება/დამტკიცება, ხელმოწერების უზრუნველყოფა და დაარქივება;
** სახელფასო (Payroll) მონაცემების მომზადება და კონტროლი;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების (ტაბელი) ყოველთვიური წარმოება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
** HR პროცესების მართვა შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
** თანამშრომელთა პირადი საქმის და HR დოკუმენტაციის მართვა და მუდმივი განახლება;
** თანამშრომელთა მოტივაციის ხელშეწყობა შიდა აქტივობების და უკუკავშირის მეშვეობით;
** HR პროგრამებისა და სისტემების (HR SOFT) დანერგვა-გამოყენების მხარდაჭერა;
** HR მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და რეპორტინგი;
** ყოველდღიური HR პროცესების მართვა, მათ შორის რეკრუტინგის ცალკეული ეტაპების აქტიური მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** პრაქტიკული გამოცდილება თანამშრომელთა ადმინისტრირებასა და HR პროცესებში;
** HR მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის გამოცდილება; ✓ HR სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel და Word-ის) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება: სასურველია, ადამიანური რესურსების მართვა, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაციის, ორგანიზების და multi-tasking უნარები.
ჩვენ გთავაზობთ პროგრესისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას HR-ის სხვადასხვა მიმართულებაში, მეგობრულ და ენთუზიაზმით სავსე გუნდს, რომლის წევრებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ მუდმივი კოორდინაციით.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო
** გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
** აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|