|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ლარი (მზარდი - გამოცდილების გათვალისწინებით)
კომპანიის შესახებ:
"ალიანს ჯგუფი" არის საქართველოს წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალურ ბრენდებთან და ვქმნით მრავალფუნქციურ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებენ საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროს სივრცეებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის შესყიდვების დაგეგმვა და მართვა.
** უცხოელი და ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება.
** მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, პირობებსა და კონტრაქტებზე (ჩინურ და ინგლისურ ენებზე).
** ჩინეთიდან იმპორტის სრული პროცესის მართვა: შეკვეთა → ტრანსპორტირება → საბაჟო → საწყობი.
** საბუთების (ინვოისები, კონტრაქტები, სერტიფიკატები, სატრანსპორტო დოკუმენტები) მართვა.
** საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.
** სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური სტანდარტების დაცვა.
** ბაზრის მონიტორინგი: ფასები, ტენდენციები, ინოვაციური მასალების მოძიება.
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესყიდვებსა და/ან იმპორტში, სამშენებლო სექტორში.
** ჩინეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება (მომწოდებლები, ბაზრის სპეციფიკა).
** ინგლისური ენის ცოდნა
** საბაჟო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ცოდნა.
** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით
გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hr@alliance.ge
სათაურში მიუთითეთ: შესყიდვების მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|