Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დავალებების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი. უკუკავშირი პარტნიორ კომპანიებთან;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა. ასევე, მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
** კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული უნარ-ჩვევები: მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - "subject", მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე