Робота для біженців з України
პროდუქტის შერჩევისა და ტენდენციების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის შერჩევისა და ტენდენციების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
ჩვენი კომპანია 2022 წლიდან წარმატებით ახორციელებს ბაზარზე ტრენდული მცირე ზომის პროდუქციის რეალიზაციას. დღეისათვის ჩვენი ყოველდღიური გაყიდვები აჭარბებს 200+ შეკვეთას და მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის:

** მცირე საყოფაცხოვრებო და ელექტრონულ ტექნიკას
** საოჯახო ქიმიას
** ავტოაქსესუარებსა და ავტოქიმიას
** საღებავები სახლის და მეტალის შესაღებად
** კანის მოვლის საშუალებები

პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით.

გაყიდვების ძირითადი არხია Facebook, რაც გვაძლევს სწრაფად ტესტირებისა და მასშტაბირების შესაძლებლობას.

ამ ეტაპზე კომპანია იმყოფება აქტიური გაფართოების პროცესში და გეგმავს ახალი სავაჭრო მიმართულებებისა და სექციების დამატებას, სფეროს მკაფიო შეზღუდვის გარეშე.

თანამდებობა: პროდუქტის შერჩევისა და ბაზრის ტენდენციების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის მიმდინარე ტენდენციების სისტემური ანალიზი
** მოთხოვნადი და პერსპექტიული პროდუქტების იდენტიფიცირება
** ასორტიმენტის გაფართოების სტრატეგიის შემუშავება
** გაყიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების ინიცირება
** მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული ოპტიმიზაციის პროცესების დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაზრის ანალიზისა და პროდუქტის შერჩევის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება
** მომხმარებელთა ქცევის და ტენდენციების ღრმა გაგება
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** კომერციული ხედვა და შედეგზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებად და სწრაფად მზარდ კომპანიაში კარიერულ ზრდას
** გავლენიან პოზიციას ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაში
** კონკურენტულ ანაზღაურებას და მოტივაციურ ბონუსურ სისტემას

თუ მზად ხართ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ამ მეილზე: hrb2b2025@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე