Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=691101&print=yes&view=jobs
 
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: საქართვ. საერთაშ. ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში.

არსებითი პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
** სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ, შესვენება 1 საათი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების შედგენა, ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი;
** სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მათ შორის, არსებულ და სავარაუდო სასამართლო დავებთან დაკავშირებით;
** მინდობილობების, ბრძანებების, პროცედურების შედგენა/ექსპერტიზა;
** კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება და ვიზირება;
** შემოსული სარჩელებისა და საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და ზოგ შემთხვევაში შესაგებლის მომზადება;
** სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება;
** სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ;
** ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;
** ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისთვის;
** ბანკებთან ურთიერთობა/ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
** მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა/მოლაპარაკებები დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით;
** ენერგო რეგულაციების მონიტორინგი, ელექტროენერგიის ხელშეკრულებები.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** უმაღლესი განათლება - უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი)
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ან შესაბამისი საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.
** გამოცდილება - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო/ბიზნეს და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

პროფესიული ცოდნა:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი";
** საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** "საქართველოს შრომის კოდექსი";
** "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
** საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ"
** საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ"
** საქართველოს კანონი "ნოტარიატის შესახებ"
** საქართველოს კანონი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანება "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ცოდნა და უნარები:
** რუსული და ინგლისური ენები;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ადაპტაციის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: mgiorgobiani@giec.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის ტექსტი; ასევე გთხოვთ გაგვიზიარეთ სახელფასო მოლოდინი. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 თებერვალი შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გაზიარებას.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია