Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=691051&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი ეს სი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
შპს "ჯი ეს სი" 30 წელია, საქმიანობს უსაფრთხოების სისტემების სფეროში, ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებულ მრავალფეროვან პროდუქციას და სერვისს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან უკუკავშირი;
** კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება;
** ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია, პოტენციური და არსებული მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობა, სხვადასხვა ლოკაციაზე პრეზენტაციის ჩატარება);
** მიმართულების განვითარების გეგმების/სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია მსგავს სფეროში და CCTV/IT სისტემებზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ekamaisuradze@gsc.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია