Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=691030&print=yes&view=jobs
 
ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
თანდართული ფაილი: 691030_Menu_5137268.zip
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების მოწოდებაზე ქ. თბილისში.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" ფარგლებში კვებითი მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://www.sos-childrensvillages.ge/ka

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" - მიზანია ინკლუზიური ადრეული განათლების გარემოს ხელშეწყობა, ლტოლვილი ბავშვებსა და მათ მზრუნველებს შორის ფსიქოსოციალური მედეგობის გაზრდა და ქართველ და უკრაინულ ოჯახებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან, უკრაინელ მშობლებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა.

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი ტრენინგებისა და შეხვედრების ჩასატარებლად მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურების მოწოდება.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** 2026 წლის განმავლობაში, მთლიანობაში დაახლოებით 10 სატრენინგო დღისთვის, მაქსიმუმ 12-15 ადამიანისთვის კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ, 1 მსუყე ყავის შესვენება და 1 ლანჩი დღის განმავლობაში.
** 30-მდე შეხვედრისთვის 1 მსუყე ყავის შესვენების უზრუნველყოფა, 10-12 ადამიანისთვის.
** საკვების მოწოდება შეიძლება მოხდეს ქ. თბილისში, ორ ლოკაციაზე: 1. ალ. ყაზბეგის გამზ. 53, და 2. მიხეილ ჭიაურელის ქ. 18.

პროდუქტების ჩამონათვალი:

** წყალი, ნატურალური წვენი და გაზიანი სასმელები;
** ორცხობილა და ნამცხვრები;
** ჩაი, ყავა და შაქარი;
** ერთჯერადი ჭიქები, ჩანგლები, დანები და კოვზები, თეფშები;
** ცომეული (ლობიანი, ხაჭაპური, პიცა, ღვეზელი და ა.შ);
** სალათები;
** კანაპეები.

საკვების მენიუ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები, კვებითი მომსახურების მიწოდების ადგილია ქ. თბილისი; 1. ალ. ყაზბეგის გამზ. 53, და 2. მიხეილ ჭიაურელის ქ. 18).
** "საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები" (HACCP) სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ფასის განაცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, როგორც ჩაშლილად, მომსახურების ტიპების მიხედვით, ასევე, ჯამური ფასი (თანდართული ფორმის შესაბამისად).

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის 12 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 იანვარი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge.

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "კვებითი მომსახურება ქ. თბილისში".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია