Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=691014&print=yes&view=jobs
 
დღის ცვლის დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცვლის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: შვიდი პლასტი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის. N54
სამუშაო გრაფიკი: 15 სამუშაო დღე თვეში
სამუშაო საათები: 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1350 ლარი;
კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგართან მუშაობა;
** დანადგარის რეგულირება;
** გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** გამოშვებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
** გამოშვებული პროდუქციის შეფუთვა;
** საწარმოში არსებული ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
** საწარმოს ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნოლოგიური პროცესის ათვისების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს ტექნიკურ უნარებს;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
** საწარმოში დანერგილი ჰიგიენისა და საწარმოო სტანდარტების დაცვა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული გამოცდილების გარეშე არსებული კანდიდატები ადგილზე გაივლიან ანაზღაურებად პრაქტიკულ ეტაპს.

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით ნომერზე 511 71 85 72 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: recruiting@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დღის ცვლის დანადგარის ოპერატორი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში". თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია