Робота для біженців з України
წინასაახალწლო დროებითი დასაქმება - მაღაზიის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წინასაახალწლო დროებითი დასაქმება - მაღაზიის ასისტენტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს მაღაზიის ასისტენტის ვაკანსიას ქ. თბილისში, წინასაახალწლო პერიოდში დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 3-დღიან დროებით დასაქმებას - 29, 30 და 31 დეკემბერს
** ყოველ სამუშაო დღეზე ფიქსირებულ ანაზღაურებას 50 ლარის ოდენობით
** მომავალში დასაქმების შესაძლებლობას

ჩაერთვები მხოლოდ შემდეგ საქმიანობებში:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** თაროებზე პროდუქციის განთავსება
** მომხმარებლის დახმარება პროდუქციის აგროვებასა და აწონის პროცესში

აღნიშნული პოზიცია არ ითვალისწინებს მონაწილეობას შემდეგ საოპერაციო პროცესებში:

** სალაროსთან მუშაობა
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა

შენგან ველით:

** მხოლოდ მონდომებასა და მუშაობის სურვილს
** თავაზიანობასა და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას

თუ ეძებ მოკლევადიან, მარტივ და ორგანიზებულ სამუშაოს წინასადღესასწაულო პერიოდში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

შემოუერთდი გუნდს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - ყველაზე საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფასად ყველა ოჯახისთვის, რადგან გვჯერა, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, შეავსეთ ლინკი: წინასაახალწლო დროებითი დასაქმება დაიწყო! - Fill out form

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR1@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის ასისტენტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29.12.2025.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე