Робота для біженців з України
რისკების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას რისკების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, აეროპორტი, შპს "საქაერონავიგაციის" სათაო ოფისი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.12.2025 18:00 საათი;

კომპანიის შესახებ:

შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლიდან და წარმატებულად აგრძელებს დღემდე.

კერძო საპენსიო სისტემის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით 2023 წლის ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ და ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ. ამასთან, 2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისად შპს "საქაერონავიგაციამ" დააფუძნა საპენსიო კომპანია, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან მოახდენს შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მარეგულირებელი დოკუმენტების ახალ კანონთან სრულ შესაბამისობას.

ძირითადი მოვალეობები:

** რისკების მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს საპენსიო კომპანიის რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას რისკების მართვის პოლიტიკის შესაბამისად. იგი აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს შორის ბალანსს, ზრუნავს ზარალის მინიმიზაციაზე, ავლენს და აუმჯობესებს რისკის შემცირების მეთოდებს და რისკების შესახებ პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მაღალი ან კრიტიკული რისკის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
** რისკების მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების მართვას და კომუნიკაციას, რისკების მიტიგაციის გეგმების შემუშავებას და რისკების მართვის ეფექტურობის გაზომვას KPI-ებისა მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: pension@airnav.ge 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ხაზში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე