Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690720&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს პროცესების მონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების მონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების მონიტორინგის უმცროს სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი;
** პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე);
** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი;
** პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი;
** სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი;
** ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
** CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-ს მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია