Робота для біженців з України
რეგიონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონებსა და თბილისში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები და უნარები:

** დაქვემდებარებული სერვის ცენტრების ყოველდღიური მართვა;
** დაქვემდებარებული სერვის ცენტრების ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული სერვის ცენტრისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების მიწოდება;
** სერვის ცენტრების მიერ გეგმების (საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით) შესრულების ყოველდღიური კონტროლი;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება;
** გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** სერვის ცენტრებში გაყიდვებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობასა და მათ შედეგებს შორის უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ინტენსიური ურთიერთობა მათი ზოგადი პრობლემების იდენტიფიკაციისა და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრისათვის;
** თანამშრომლების გადამზადებისთვის მუდმივი ზრუნვა (ტრენინგების საჭიროების იდენტიფიკაცია, ტრენინგების დაგეგმვა);
** სერვის ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამშრომლების მოძიებაში და დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მუდმივი კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს რეგიონებს და რეგიონალურ სპეციფიკას;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XIzDm3Kc და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე