Робота для біженців з України
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 13:00-21:00-მდე შაბათი - 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობისათვის სხვადასხვა აუცილებელი აქტივობების განხორციელება;
** პრობლემური კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
** შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის დროული განახლება;
** შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების ოპერატიული სისტემების ინსტალაცია;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია/გამართვა;
** სატელეფონო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის პროგრამული და აპარატურული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
** უნივერსიტეტის პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენა უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას წარმოშობილი სირთულეების გადაწყვეტაში;
** უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრა;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** ლექტორის/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე სათანადო ლექციისათვის კომპიუტერული ტექნიკის მზადყოფნაში მოყვანა;
** ახალი სერვისების და ტექნიკის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის ჩატარება თანამშრომლებისათვის;
** ახალი თანამშრომლების უზრუნველყოფა ტექნიკით და შესაბამისი პროგრამული რესურსით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით
(ბაკალავრის ხარისხი) (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება IT სფეროში;

პიროვნული უნარები/თვისებები:

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "IT სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე