Робота для біженців з України
საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
მომწოდებელი: Cora Consulting
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Cora Consulting" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტის ასისტენტის თანამდებობაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო აუდიტის პროექტის დაგეგმვასა და ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება,
** საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** სრული საგადასახადო ბაზის - შემოსავლების, ხარჯების, ქონების, დავალიანებებისა და სხვა ფინანსური მონაცემების შემოწმება
** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება
** აუდიტის პროცესში საჭირო დოკუმენტების მოთხოვნა/შესწავლა
** საგადასახადო კონსულტაციების წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბუღალტერიაში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადებთან მუშაობის უნარი
** MS Excel-ის კარგი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე
** გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მუშაობა სტაბილურ გარემოში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.ghonghadze@cora.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე