|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დილაითი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
"Delight" თანამედროვე სანათების შოურუმია, რომელიც სხვადასხვა სექტორს სთავაზობს დეკორატიული და არქიტექტურული განათების და ჩამრთველებისა და როზეტების ფართო სპექტრს.
ბრენდი 2019 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია გააცნო.
"დილაითი" ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერია საქართველოში და შოურუმში წარმოდგენილი აქვს ისეთი ევროპელი მწარმოებლების ექსკლუზიური მოდელები, როგორებიცაა: Ideal Lux, Ferroluce, Market Set, JUNG, Made by Hand, Forestier, Karman, Zambelis, Nordlux, Faro და სხვა.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 11:00-20:00 (ორშ-პარ)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციული ნომერი;
** Fitpass
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორაციულ კლიენტებთან (დეველოპერები, სამშენებლო და დიზაინერული კომპანიები, არქიტექტორები, ბიზნეს ობიექტები) თანამშრომლობის განვითარება და მართვა;
** ახალი B2B კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** კომერციული წინადადებების, ფასების გამოთვლისა და ხელშეკრულებების მომზადება/მოლაპარაკება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება, KPI-ების მართვა და შედეგების რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** ბაზრის, კონკურენტებისა და ტენდენციების ანალიზი განათების მიმართულებით;
** CRM სისტემაში მონაცემების განახლება და გაყიდვების პროცესის დოკუმენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ფინანსები);
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** უცხო ენების ცოდნა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: m.natroshvili@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "დილაითი"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "დილაითში" ან/და სხვა "დილაითის" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "დილაითის" ან/და სხვა "დილაითის" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "დილაითი" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "დილაითში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერულ განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "დილაითში"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატს" შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
ტელ.: + (995 32) 220-20-20;
ვებგვერდი: https://www.insta.ge/ka/
|
|
|
|