|
დასახელება:
სტაციონარული მომსახურების სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სტაციონარული მომსახურების სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: 8სთ კვირაში 5 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელის მასშტაბით სტაციონარული მომსახურების სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი პროცესების შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი მარეგულირებელი პრინციპების შესაბამისად;
** პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სტაციონარული მომსახურების სერვისების მიწოდებაში აქტიური ჩართულობა, სტაციონარული სერვისების ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
** ქსელის მასშტაბით, სტაციონარული მიმართულებით პერსონალის მიერ სახელმწიფო და ქსელის შიდა გაიდლაინების, პროტოკოლების, პროცედურების შესაბამისად სამედიცინო სერვისის მიწოდების მონიტორინგი და კონტროლი;
** სტაციონარული მიმართულებით პაციენტების უსაფრთხოებასა და კლინიკურ მართვაზე ზრუნვა, ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** კლინიკური პროცესების აუდიტი სტაციონარული მომსახურების მიმართულებით;
** სტაციონარული მიმართულებით კლინიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი ტენდენციებისა და გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირების მიზნით;
** სტაციონარული მიმართულებით სამედიცინო სერვისების განვითარება ან/და ახალი სერვისების დამატების ინიცირება და შემდგომში პროცესების მონიტორინგი;
** ქსელის მასშტაბით სტაციონარული მიმართულებით პაციენტების მიღებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სტაციონარული მომსახურების მუდმივი ანალიზი, ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** სტაციონარული მომსახურების სამსახურის ბიუჯეტირებაში მონაწილეობა და რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** საგანგებო და კრიტიკული სიტუაციების მართვა (სათადარიგო გეგმების მომზადება);
** უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ხელშეწყობა შიდა სემინარების ინიცირებისა და სხვადასხვა კლინიკური შემთხვევების განხილვის (და სხვა) გზით;
** სტაციონარული მიმართულების სამუშაო პროცესისა და საჭირო ადამიანური რესურსების შერჩევა-დაგეგმვასა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესში აქტიური ჩართულობა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტაციონარული/კლინიკური მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 იანვარი, 2026.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტაციონარული მომსახურების სამსახურის უფროსი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|