Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690591&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
** ლოკაცია: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის N109
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** საწყობიდან გასული შეკვეთების პროგრამაში დადასტურება და გატარება;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/ატვირთვა;
** საწყობზე მიღებული შეკვეთების კონტროლი;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია